2019-ში 28 წლის ბააკამ და მისმა ბავშვობის მეგობარმა, 30 წლის ნიკამ საქართველოში ჩაის პლანტაციების 25 ჰექტარი აღადგინეს. და ამგვარად, შეუერთდნენ მოძრაობას, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში თითქმის დაკარგული ინდუსტრიის აღდგენას.

საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა ბუნებრივად იძლევა საშუალებას ქვეყანა გახდეს ‘ახალი აბრეშუმის გზის’ ლოგისტიკური და სატრანზიტო დერეფანი, რომელიც აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობას უწყობს ხელს.

აზიის განვითარების ბანკი (ADB) და მისი პარტნიორები იზიარებენ იმ მოსაზრებას, რომ ქვეყნების ეკონომიკის რეგიონალურ დონეზე ურთიერთკავშირის პირობებში მკვეთრად იზრდება ვაჭრობის დონე, მიწოდების ჯაჭვების ეფექტურობა და ფინანსური კავშირები.     

ფილმში წარმოდგენილი ადამიანები არ გახლავთ ADB-თან კავშირში, თუმცაღა დიდწილად ექცევიან ADB-ის მიერ აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებში არსებული პრობლემების მოგვარების გავლენის სფეროში.    

Transcript

აქ მოყვანილ ჩაის მწვანე ოქროს ეძახიან.

იგივე სახელია, რაც ჩვენს კომპანიას დავარქვით, მწვანე ოქრო.

ორმოცი, ორმოცდაათი წლის წინ საქართველოს ამ რეგიონში ჩაის 28 ქარხანაზე მეტი იყო.  

ზოგიერთ სოფელს ორი ან სამი ქარხანაც კი ჰქონდა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს ჩაის პლანტაციები მიტოვებული დარჩა.

2019 წელს, 28 წლის ბააკამ და მისმა ბავშვობის მეგობარმა, 30 წლის ნიკამ ჩაის პლანტაციების 25 ჰექტარი აღადგინეს.

მანამდე უმუშევარი ადგილობრივი მოსახლეობა დაასაქმეს მოკრეფაზე, მომზადებასა და ფოთლების დაფასოებაზე და თავიანთ ჩაის ახლა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყიდიან.     

ასე დავიწყეთ ქარხნის მშენებლობა.

პირველი სამი წლის მანძილზე არაფერი იზრდებოდა.

მეოთხე, მეხუთე წელს დავიწყეთ ჩაის კრეფა.

ევროპაში ექსპორტზე გაგვაქვს ჩვენი ჩაი.

გერმანიაშიც კი გავიტანეთ.

საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა ბუნებრივად იძლევა საშუალებას ქვეყანა გახდეს ‘ახალი აბრეშუმის გზის’ ლოგისტიკური და სატრანზიტო დერეფანი, რომელიც აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობას უწყობს ხელს.

აზიის ბაზარი ჩვენი ერთ-ერთი მიმართულებაა.

არასდროს გაგვიტანია ჩაი აზიის ბაზარზე.

თუმცაღა, აზიაში ჩაის უდიდესი კულტურაა, ამდენად, უნდა შევიდეთ ამ ბაზარზე და საქართველოში წარმოებული ახალი გემოები და ტექნოლოგიები შევთავაზოთ.  

აზიის განვითარების ბანკში გვჯერა, რომ ეკონომიკური ზრდისა და განვითარების ხელშეწყობისთვის უმთავრესია რეგიონული თანამშრომლობა.

ჩვენი ბუნება იძლევა იმის საშუალებას, რომ 100%-ით ნატურალური ჩაი მოვიყვანოთ.

ფაქტობრივად ტყეში ვართ.

ნატურალური პროდუქტი უნდა მივაწოდოთ ქართული გემოებით.

SHARE THIS PAGE